დავით ზალკალიანი - სენატორებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას
დავით ზალკალიანი - სენატორებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და ჯეიმს რიშთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მინისტრი შეხვედრას შესანიშნავს უწოდებს.

„შესანიშნავი შეხვედრა და აზრთა გაცვლა მქონდა საქართველოს დიდ მეგობრებთან – სენატორ შაჰინთან და სენატორ რიშთან. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსისადმი, ასევე ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისადმი მათი მხარდაჭერის გაგრძელებას“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერში“.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სენატორებს, ჯინ შაჰინსა და ჯეიმს რიშს შეხვდა.