დავით ზალკალიანი - საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ვულოცავ იუბილეს, ჩემთვის პატივია, ვიყო თქვენი რესპონდენტი, დიდი წვლილი მიგიძღვით ქვეყნის განვითარებაში
დავით ზალკალიანი - საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ვულოცავ იუბილეს, ჩემთვის პატივია, ვიყო თქვენი რესპონდენტი, დიდი წვლილი მიგიძღვით ქვეყნის განვითარებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 63 წლის იუბილეს ულოცავს.

„საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ვულოცავ 63 წლის იუბილეს. იგი ჩვენი ქვეყნის, თითოეული ოჯახის, საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრებისა და ისტორიის ნაწილია. არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, ვისაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან არ აკავშირებდეს სასიამოვნო და თბილი მოგონებები! ჩემთვის პატივია, ვიყო თქვენი რესპონდენტი! მინდა, წარმატება ვუსურვო მთლიანად ორგანიზაციას და ყველა მის თანამშრომელს, დიდი წვლილი მიგიძღვით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი კულტურისა და ფასეულობების დაცვაში! ბევრი გამარჯვება დამდეგ 2020 წელს!“,- აღნიშნულია მილოცვაში, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

საქართველოს პირველი არხი დღეს იუბილარია. არხმა მთაწმინდის ანძაზე გახსნილი სატელევიზიო სტუდიიდან მაუწყებლობა ზუსტად 63 წლის წინ, 1956 წლის 30 დეკემბერს დაიწყო.