დავით ზალკალიანი - საქართველო ყოველთვის დარწმუნებულია დემოკრატიული განვითარების გზაზე ლიეტუვას მხარდაჭერაში
დავით ზალკალიანი - საქართველო ყოველთვის დარწმუნებულია დემოკრატიული განვითარების გზაზე ლიეტუვას მხარდაჭერაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას „ტვიტერის“ მეშვეობით ეხმაურება.

ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ საქართველო ლიეტუვას მხარდაჭერაში ყოველთვის დარწმუნებულია.

„მადლობა ჩემს ლიეტუველ კოლეგა, ლინას ლინკევიჩუსს. საქართველო ყოველთვის დარწმუნებულია ლიეტუვას მხარდაჭერაში საქართველოს დემოკრატიული, სტრატეგიული განვითარების და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – წერს დავით ზალკალიანი.