ლინას ლინკევიჩუსი - ლიეტუვა ულოცავს საქართველოს არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას და შეახსენებს, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად
ლინას ლინკევიჩუსი - ლიეტუვა ულოცავს საქართველოს არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას და შეახსენებს, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად

ლიეტუვა ულოცავს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარებას და შეახსენებს, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

ამასთან, ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ მზად არიან, გააგრძელონ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე მხარდაჭერა.

„ლიეტუვა ულოცავს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარებას და შეახსენებს, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვანი არჩევნები გაგრძელდება და მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკურ გზაზე“, – დაწერა ლინას ლინკევიჩუსმა.