დავით ზალკალიანი – მაკკეინის სახით ჩვენ დავკარგეთ საქართველოს მხარდამჭერი და დიდი მეგობარი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს.
„ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ წერილში დავით ზალკალიანი აღნიშნავს, რომ მაკკეინი საქართველოს მხარდამჭერი და დიდი მეგობარი იყო.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და თანავუგრძნობ სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს. მაკკეინის სახით ჩვენ დავკარგეთ საქართველოს მხარდამჭერი და დიდი მეგობარი, იმ პატარა ქვეყნების დამცველი, რომლებიც თავისუფლების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან. მშვიდად განისვენე სენატორო მაკკეინ, საქართველოს ყოველთვის ემახსოვრები და პატივს გცემს“, – წერს დავით ზალკალიანი.
My deepest condolences to the Senator McCains family and the American nation.We lost Great friend & supporter of Georgia,defender of small countries worldwide fighting for freedom,peace,security & democracy. Rest in peace senator McCain Georgia will always remember and honor you!
— David Zalkaliani (@DZalkaliani) August 26, 2018
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს.