დავით ზალკალიანი გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დავით ზალკალიანი გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რეჟისორ გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან დამწყვიტა გული ბატონი გოგის გარდაცვალებამ. ჩვენს ქვეყანას არა მარტო დიდი ხელოვანი, არამედ უაღრესად კარგი ადამიანი დააკლდა, რომელიც თავისი ცხოვრებით, ზნეობით, კაცობით დიდ მაგალითს აძლევდა თანამედროვეობას და ჩვენს მომავალ თაობას. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ყველაზე რთულ პერიოდში სოხუმის თეატრის გადარჩენასა და შენარჩუნებაში. ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს“, – წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გოგი ქავთარაძე სხვადასხვა წლებში იყო ქუთაისის, სოხუმის, ალ. გრიბოედოვის სახელობის, რუსთავის თეატრების დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მან სხვადასხვა თეატრის სცენაზე არაერთი სპექტაკლი დადგა, თეატრსა და კინოში უამრავი სახასიათო როლი შექმნა.

გოგი ქავთარაძე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.