დავით ზალკალიანი – გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირანის 200 მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს, მცდარია
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირანის 200 მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს, მცდარია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პირველ არხს განუცხადა.
“ამ მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა განსხვავებული პოზიცია გვაქვს, განსხვავებული ინფორმაცია. ბუნებრივია, იქნება კომუნიკაცია მათ საელჩოსთან თბილისში და ყველა ამ მიმართულებით, იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათთვის ინფორმაცია. მათაც ექნებათ შესაძლებლობა, გასცენ პასუხი კითხვებს, რომელიც არსებობს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, რა მიზეზით ეთქვათ ირანის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე უარი.