დავით ზალკალიანი - გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა, სტრატეგიული პარტნიორების დახმარების გარეშე ვერ გავუმკლავდებით
დავით ზალკალიანი - გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა, სტრატეგიული პარტნიორების დახმარების გარეშე ვერ გავუმკლავდებით

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულესი გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, რაც გავლენას ახდენს საქართველოზე, ასეთ სიტუაციაში რაც შეიძლება მეტი მოკავშირე და თანამოაზრე გვჭირდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, მეზობლებთან, რომლებთანაც სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება მათი თანადგომა. ამ უსერიოზულეს გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა, როგორიც არის ოკუპაცია, მათი დახმარების გარეშე ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა: „ტუტუცი უცხოელი ელჩი, ვისაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა და ელჩობა, გამოდის ქუჩაში და გვასწავლის ჭკუას, ესხმის თავს ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებს და ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობას უშრობს სისხლს, ის აღარ არის ელჩი. თუ უნდა, რომ ხელები შევუკრათ თავის დაცვიანად, არც ეგ არის პრობლემა“.

დატოვე კომენტარი