ლევან ვასაძე - ტუტუც ელჩს, ვისაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა, ქუჩაში გამოდის და ჭკუას გვასწავლის, შევუკრავთ ხელებს და მივაბრძანებთ უკან თავის საელჩოში
ლევან ვასაძე - ტუტუც ელჩს, ვისაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა, ქუჩაში გამოდის და ჭკუას გვასწავლის, შევუკრავთ ხელებს და მივაბრძანებთ უკან თავის საელჩოში

ტუტუცი უცხოელი ელჩი, ვისაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა და ელჩობა, რომელიც გამოდის ქუჩაში და გვასწავლის ჭუას, ესხმის თავს ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებს და ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობას უშრობს სისხლს, ის აღარ არის ელჩი, თუ უნდა, რომ ხელები შევუკრათ თავის დაცვიანად, არც ეგ არის პრობლემა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა გაიმართა.

მისი თქმით, ვრცელდება ხმები, რომ „თბილისი პრაიდში“ უცხოეთიდან ჩამოსული ლგბტ პირებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„რაც შეეხება უცხოელების მონაწილეობას ამაში. რაღაც ხმები ვრცელდება, რომ ჩამოჰყავთ თვითმფრინავებით მამათმავლები და არიქა, არის ერთი ვაი უშველებელი. ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, როდესაც თვითმფრინავი გადმოუფრენს თრიალეთს და უახლოვდება თბილისის აეროპორტს, მშვენივრად ჩანს იქ ნარიყალაზე ქართლის დედა და დააკვირდნენ მას. ქართლის დედას ხელში ორი რამ უჭირავს: ღვინის თასი – სტუმართმოყვარეობის სიმბოლო და მახვილი. რა თქმა უნდა, მახვილით ჩვენ არავის დავხვდებით, ვინც ამაში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ უარყოფით პასუხს გავცემთ. ის უცხოელი, ის ტუტუცი უცხოელი ელჩი, ვისაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა და ელჩობა, რომელიც გამოდის ქუჩაში და გვასწავლის ჩვენ აქ ჭკუას, ესხმის თავს ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობას უშრობს სისხლს და ეუბნება, ეს ჰქენით, თორე იმას გიზამთ და ამას გიზამთ, ის აღარ არის ელჩი, ძმაო. ის არის უზრდელი, არადიპლომატიური პროვოკატორი, რომელიც ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და თუ უნდა, რომ ხელები შევუკრათ თავის დაცვიანად, არც ეგ არის პრობლემა. შევუკრავთ ხელებს და მივაბრძანებთ უკან იმ თავის საელჩოში ისე, რომ თავიდან თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.