დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, სოფელ აძვის მცხოვრები უახლოეს პერიოდში გათავისუფლდება
დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, სოფელ აძვის მცხოვრები უახლოეს პერიოდში გათავისუფლდება

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სოფელ აძვის მცხოვრების დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეთა გატაცებების საკითხი დაისმება ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში შეხვედრაზე, ასევე ჟენევის დისკუსიებზე.

„ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ბუნებრივია, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში, ასევე ჟენევის ფორმატში არამხოლოდ ეს შემთხვევა, არამედ ყველა შემთხვევა იქნება განხილული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში მოხდება მისი გათავისუფლება“, – განცხადა ზალკალიანმა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მცხოვრები, შუა ხნის მამაკაცი დააკავეს.