დავით ზალკალიანი - ჩვენს ელჩებს აქვთ მკაფიო დავალება, რომ ზაზა გახელაძის საკითხი ყველა უმაღლესი დონის ფორუმზე დაისვას
დავით ზალკალიანი - ჩვენს ელჩებს აქვთ მკაფიო დავალება, რომ ზაზა გახელაძის საკითხი ყველა უმაღლესი დონის ფორუმზე დაისვას

გუშინ დავასრულე ჩვენს ელჩებთან ყოველწლიური კონფერენცია, ელჩებს აქვთ ძალიან მკაფიო დავალება, რომ ზაზა გახელაძის საკითხი ყველა უმაღლესი დონის ფორუმზე აიწიოს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, იმედი აქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით ზაზა გახელაძე გათავისუფლდება.

„ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში მუდმივად დგას. არა მხოლიდ ჟენევის მოლაპარაკებებზე, არამედ ყველა პარტნიორთან. გუშინ დავასრულე ჩვენს ელჩებთან ყოველწლიური ელჩების კონფერენცია. ყველა ელჩს, ყველა პარტნიორ და არაპარტნიორ ქვეყანაში, ძალიან მკაფიო დავალება აქვს, რომ ეს თემა ყველა უმაღლესი დონის ფორუმებზე აიწიოს.

გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ვაჟა გაფრინდაშვილს მისჯილი ჰქონდა პატიმრობა, მისი გათავისუფლება მაინც მოხერხდა. იმედი მაქვს, იმ ზეწოლით და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით, ჩვენ ამ შედეგს მივაღწევთ. ძალიან კარგია, რომ ორი დღის წინ კიდევ ერთი ქართველი გათავისუფლდა და მე დარწმუნებული ვარ, ზაზა გახელაძეც საღსალამათი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს“, – განაცხადა დავით ზლკალიანმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა.

დატოვე კომენტარი