ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ის ანალიტიკურ დეპარტამენტში დაუდასტურეს.

დეფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სუს-მა უკვე მიაწოდა გახელაძის ოჯახსაც.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ექვსი თვის წინ დააკავეს. ის დაკავებისას ფეხში დაიჭრა.