დავით ზალკალიანი - საელჩოები და საკონსულოები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ემიგრანტებთან, მათ შორის მათთან, ვინც სამსახური დაკარგა, ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ
დავით ზალკალიანი - საელჩოები და საკონსულოები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ემიგრანტებთან, მათ შორის მათთან, ვინც სამსახური დაკარგა, ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ადასტურებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ ქვეყნების მთავრობებთან, სადაც ლეგალურად დასაქმებულმა ქართველებმა დაკარგეს სამსახური და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ზალკალიანის თქმით, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ. ჩვენი ყველა საელჩო და საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში არის ჩვენს ემიგრანტებთან, მათ შორის მათთან, ვინც დაკარგა სამსახური. ამიტომ ყველა ასეთი შემთხვევა იქნება ინდივიდუალურ რეჟიმში განხილული. ბუნებრივია, აუცილებელია, ჩვენ გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია ამ ემიგრანტებისგან, ასევე დამსაქმებლებისგან, ასევე შესაბამისი კონტრაქტის არსებობის შემთხვევაში, რადგანაც გვქონდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოს საელჩოები და საკონსულოები შევიდნენ ამ კომუნიკაციაში ადგილსამყოფელ ქვეყნებთან. ასე რომ, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საქმიანობა და მომავალში, უკვე კოვიდის პანდემიასთან გამკლავების შემდეგ პერიოდშიც აქტიურად იქნებიან ჩვენი მისიები ჩართულნი“ , – განაცხადა დავით ზალკალიანმა.