დავით ზალკალიანი – აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება ამ რთულ პერიოდში ერთად დგომით
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება ამ რთულ პერიოდში ერთად დგომით.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში” დაწერა.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, თბილისის ანძა დღეს აშშ-ის დროშის ფერებში განათდა სოლიდარობის ნიშნად ქვეყნისადმი, რომელიც კორონავირუსს ებრძვის.
„დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა, რათა სოლიდარობა გამოეხატა ამ ქვეყნისადმი მაშინ, როდესაც ის განაგრძობს „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველო და აშშ ძლიერი პარტნიორები არიან და ახლა ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება ამ რთულ პერიოდში ერთად დგომით”, – წერს დავით ზალკალიანი.
#Tbilisi mast lit up with the colours of the U.S. flag to show solidarity with the country as it continues to battle #COVID-19.
🇬🇪 & 🇺🇸 are strong partners and now this partnership will get even stronger given the chance to stand together through these tough times. pic.twitter.com/nWssJufEaR— David Zalkaliani (@DZalkaliani) April 3, 2020