დავით ზალკალიანი - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველოზე უაღრესად პოზიტიური შეფასებებია
დავით ზალკალიანი - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველოზე უაღრესად პოზიტიური შეფასებებია

თავდაცვის უსაფრთხოების აქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ცალკე ქვეთავს მოიცავს. მასში უაღრესად პოზიტიური განმარტებები და შეფასებებია, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის 2021 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტს.

მისივე თქმით, დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ხაზგასმულია რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავების აუცილებლობა, საუბარია, თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებაზე.

„იმ კონტექსტში, სადაც არის საუაბრი, რომ თავდაცვის მდივანმა სხელმწიფო მდივანთან ერთად, 180 დღის განმავლობაში, კონგრესს უნდა წარმოუდგინოს ანგარიში, იქ საუაბრი არაა მხოლოდ საქართველოზე, იქ ასევე, საუბარია უკრაინაზე, ბოსნია -ჰერცოგოვინაზე, მოლდოვაზე. საუაბრია იმაზე, რომ ამ ანგარიშში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ არსებული სიტუაცია, მათი სტატუსი, ასახული უნდა იყოს. ასევე, ანგარიშში საუბარი უნდა იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში გარდაცვლილ ადამიანებთან დაკავშირებით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ 180 დღის განმავლობაში ანგარიშში უნდა იყოს ხაზგასმული და გამოყოფილი, რა სახის ეკონომიკურ დახმარებას უწევდა აშშ ამ ქვეყნებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში,  შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, იმაზე სპეკულაციებს, რომ თითქოს ამ დოკუმენტში საქართველოს მიმართ გარკვეულ სანქციებზეა საუბარი, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმაც დაუსვა წერტილი.

„ბუნებრივია, საუბარია ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და კანონის უზენაესობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებთან მიმართებით, ასევე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამაში გასაკვირი არაფერი არაა, რადგან ეს არის თანხა, რომელსაც აშშ კონკერტულად ამ ქვეყნებთან მიმართებით ხარჯავს. სახელმწიფო დეპარტამენტი, ისევე როგორც თავდაცვის დეპარტამენტი, არის პასუხისმგებელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ვალდებულია კონგრესს წარმოუდგინოს ანგარიში. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ნახეთ კიდეც, რომ ყოველგვარი შესწორებების გარეშე გავიდა სენატის ვერსიაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის 2021 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერაზეა საუბარი.

დატოვე კომენტარი