დავით უსუფაშვილი - ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების შეფასებისას ცდება
დავით უსუფაშვილი - ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების შეფასებისას ცდება

ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების შეფასებისას ცდება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით უსუფაშვილმა შეაფასა ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის ამბობს: „ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება“.

დავით უსუფაშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძეს დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში მის პოზიციას არ იზიარებს.

„მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძეს აქვს დიდი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი გამოცდილება, აქვს უფლება, რაღაცები შეეშალოს ხოლმე. მგონია, რომ ამ შეფასებაში ცდება. მე ასე მგონია, ჩემი პოზიცია უკვე გითხარით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.