დავით უსუფაშვილი - „ომეგას“ პრობლემა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებით მოაკვარახჭინეს
დავით უსუფაშვილი - „ომეგას“ პრობლემა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებით მოაკვარახჭინეს

„ომეგას“ პრობლემა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებით მოაკვარახჭინეს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„მე არ მიკვირს ეს შედეგი. თავიდანვე დაჟინებით ვითხოვდი, რომ ფარული ჩანაწერები კუპიურებად და სერიალებად კი არ გვენახა, არამედ ვისაც სათქმელი ჰქონდა, ერთბაშად ეთქვა. არც ხელისუფლების მოქმედება მაკვირვებს, რომელმაც საკუთარ პოლიტიკურ სამსახურში ჩააყენა ყველა და ყველაფერი.

პროკურატურა მაშინ იწყებს საქმეებს, როდესაც მიზანშეწონილია პარტიისთვის, მაშინ გამოაქვს ახალი ბრალდებები და იწყებს რაღაც მოქმედებებს. ახლა უკვე საფინანსო და საგადასახადო სამსახურებიც ამ დღის წესრიგით ამოქმედდნენ და სწორედ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, სწორედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებით მოაკვარახჭინეს „ომეგას“ პრობლემა.

ეს მეტყველებს სახელმწიფო ინსტიტუტების იმ კრიზისებზე რომელზეც მოგახსენეთ და რის გამოც შესაცვლელია ხელისუფლება. არ შეიძლება ჩვენ კანონი გვედოს ჯიბეში და ამოვიღოთ მაშინ როდესაც გვაწყობს. კანონი უნდა იყოს ყოველთვის კანონი და კანონს არ უნდა აინტერესებდეს არჩევნების წინა დღეები და შემდგომი დღეები.

„ომეგა ჯგუფმა“ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო, კომპანია „ოჯთ“-მ მუშაობა განაახლა.