დავით უსუფაშვილი - ხელისუფლებაში ცდილობენ, დათესონ შიში, უიმედობა, რაც შეიძლება მეტად გადაგვიყვანონ ჭკუიდან
დავით უსუფაშვილი - ხელისუფლებაში ცდილობენ, დათესონ შიში, უიმედობა, რაც შეიძლება მეტად გადაგვიყვანონ ჭკუიდან

ხელისუფლებაში ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად დათესონ შიში, უიმედობა, რაც შეიძლება მეტად გადაგვიყვანონ ჭკუიდან, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით უსუფაშვილმა აშშ-ის საელჩოში გამართული მიღების შემდეგ განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, გიგი უგულავას დაკავება „ხელისუფლების უსუსურობის მორიგი გამოვლინებაა“.

„შეერთებული შტატების ახალ ელჩს ბევრი ვესაუბრეთ, რა ხდება საქართველოში და მათ შორის, მისი საზეიმო მიღება რითი აღნიშნა საქართველოს ხელისუფლებამ. აღნიშნა იმითი, რომ გადაწყვიტა სამართლებრივ პროცედურებს ამოფარებულმა პოლიტიკური ოპონენტების დევნა ახალ ეტაპზე აიყვანოს. ამ ყველაფერს სხვა არაფერი ჰქვია. აქ სამართლებრივი კაზუისტიკა ნაკლებად საინტერესოა, რადგან სრულიად ნათელია მოტივი ამ ტიპის გადაწყვეტილებების უზენაესი სასამართლოს მხრიდან. ეს არის მორიგი გამოვლინება ხელისუფლების უსუსურობის.

ძალიან კარგად ხედავენ, რომ ასე თუ ისე სამართლიან არჩევნებში, მათ ხელისუფლების შენარჩუნების არანაირი შანსი არ აქვთ, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად დათესონ შიში, უიმედობა, რაც შეიძლება მეტად გადაგვიყვანონ ჭკუიდან ყველა და ასე შემდეგ. ოპოზიცია იქნება პრინციპული. ეს არის გარდაუვალი ამბავი, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები საქართველოში, ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება“,- განაცხადა უსუფაშვილამ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.