დავით თარხან-მოურავი - გადავხედოთ დარბაზს, აღარავინ თქვას, 1 500 კაციაო, 11 ათასი სკამი დგას და ვართ 11 ათასი კაცი
დავით თარხან-მოურავი - გადავხედოთ დარბაზს, აღარავინ თქვას, 1 500 კაციაო, 11 ათასი სკამი დგას და ვართ 11 ათასი კაცი

გადავხედოთ დარბაზს, აღარავინ თქვას, 1 500 კაციაო, 11 ათასი სკამი დგას და ვართ 11 ათასი კაცი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა სპორტის სასახლეში პარტიის შეკრებაზე განაცხადა.

თარხან-მოურავის თქმით, „ქვეყანაში არის ბოროტი ძალა, ეს არის სააკაშვილი და ბოკერია“.

„მინდა, ყველამ გადავხედოთ ამ დარბაზს, რათა მერე აღარავინ თქვას, 1 500 კაციაო. რატომ ვიკრიბებით დარბაზში, გამუდმებით ვიმეორებ ამ წინადადებას, იმიტომ, რომ დათვლადია ეს სკამები – აქ 11 ათასი სკამი დგას და შესაბამისად, ვართ 11 ათასი კაცი. რომ აღარ იყოს აღარაფერი სადაო და საკამათო არავისთვის.

ყველამ უნდა გაიგოს, ქვეყანაში არის ბოროტი ძალა, ეს არის სააკაშვილი და ბოკერია. ხელისუფლებამ იცის ეს, მაგრამ მათ აცოცხლებს, ასულდგმულებს, მუდმივად პროცენტებს უწერს, პარლამენტში ჰყავს – რატომ?! როგორც კი ხელისუფლება რაღაც ბოროტებას ჩაიდენს, მაგალითად ჩვენ მოგვატყუებს და ჩვენ გავბრაზდებით, იმავე წუთს ამხედრებს ამათ, გამოიყვანს ქუჩაში და ქმნის რევოლუციის ილუზიას.

ხალხი ამ რევოლუციის ილუზიას, რომ ხედავს, ჰგონია, რომ ეს ბოროტება ისევ არ დაბრუნდესო და ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხი ხდება მისი დამცველი. ხელისუფლება კი არ სჯის ამათ, ისევ პარლამენტში ჰყავს და დაუსრულებლად ერთი და იგივე წრე ტრიალებს. აი, ეს სპექტაკლი უნდა დავამსხვრიოთ, დავამხოთ“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

პარტია „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში, სპორტის სასახლეში შეკრება გამართა. შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.