დავით თარგამაძე - „შევარდენი 1906“-ის მიზანი, ელიგაში გადასვლაა (ვიდეო)
დავით თარგამაძე - „შევარდენი 1906“-ის მიზანი, ელიგაში გადასვლაა (ვიდეო)

ეროვნული ლიგა 2-ის გუნდმა, თბილისის „შევარდენი 1906“-მა სეზონისთის მზადება განაახლა. გუნდი დიდ დიღომში მდებარე ახალ საფეხბურთო კომპლექსში ვარჯიშობს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საწვრთნელი პროცესის დროს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები მაქსიმალურადაა გათვალისწინებული.

„გუნდი შეიკრიბა და სავარჯიშო პროცესი კარგად მიმდინარეობს. ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონის განახლებისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ. სეზონი ცუდად დავიწყეთ, სასტარტო თამაშები წავაგეთ. ახლა ჩვენი მიზანია და ამისთვის ვემზადებით, რომ ეროვნულ ლიგაში გადავიდეთ. ამისთვის დიდი შრომა დაგჭირდება“, – ამბობს გუნდის ახალწვეული, ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავით თარგამაძე.

ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონი ორი ტურის შემდეგ შეწყდა. „შევარდენი 1906“-მა ორივე შეხვედრა წააგო, ქულა ვერ მოიპოვა და ბოლო ადგილზეა.