დავით სერგეენკო - რაგბის საკმაოდ დიდი დრო მივუღძვენი და ეს ჩემთვის ძვირფასი პერიოდი იყო
დავით სერგეენკო - რაგბის საკმაოდ დიდი დრო მივუღძვენი და ეს ჩემთვის ძვირფასი პერიოდი იყო

ომის ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, „შევარდენის” სარაგბო ბაზაზე ამხანაგური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე ის ვეტერანები დაუპირისპირდნენ, რომლებიც წარსულში რაგბის თამაშობდნენ.

მოედანზე, ცნობილი მორაგბეების გარდა, გავიდნენ მინისტრები და პარლამენტარები. მატჩის ორგანიზატორი ომის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური გახლდათ.

„80-იან წლებში სამედიცინო ინსტიტუტის გუნდში რაგბის ვთამაშობდი. ამ სამყაროს საკმაოდ დიდი დრო მივუღძვენი და ჩემთვის ეს ძვირფასი წლებია. ამავე დროს, აფხაზეთის ომში სამხედრო ექიმად ვმსახურობდი. ამიტომ ორივე ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მინდოდა, რომ მოედანზე გასვლით დაფასება და პატივისცემა გამომეხატა“ – ამბობს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.