დავით სერგეენკო - განახევრდა მათი რაოდენობა, ვისაც უფასო სამედიცინო სერვისებზე ინფორმაცია არ ჰქონდა
დავით სერგეენკო - განახევრდა მათი რაოდენობა, ვისაც უფასო სამედიცინო სერვისებზე ინფორმაცია არ ჰქონდა

განახევრდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც არ ჰქონდათ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო სამედიცინო სერვისების შესახებ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2018 წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის შესანიშნავი შედეგი.

„ის, რომ განახევრდა, არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ძალისხმევა უნდა მოვაკლოთ ამ მიმართულებას, სანამ ერთი ადამიანი, ერთი ოჯახი მაინც რჩება, ვისთვისაც მიუწვდომელი ბარიერია მედიკამენტის შეძენა ან ექიმთან მისვლა და სერვისების მიღება. ზოგადად, მთავრობის ღირსების საკითხია, რომ ეს მოგავრებული იქნას“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ საზოგადოებას ჯანდაცვის უწყების გეგმას გააცნობს.

მინისტრის თქმით, პრეზენტაცია, რომელიც დღეს წარადგინა კვლევაზეა დაფუძნებული და საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დანერგვის შემდეგ შედეგებს აჩვენებს.

სერგეენკოს თქმით, ზოგადად დინამიკა პოზიტიურია, მაგრამ ძალიან საყურადღებოა კვლევის ის მიგნება, რომელიც წარმოაჩენს, რომ მედიკამენტებზე დანახარჯები მნიშვნელოვნად გაზრდილია.