დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდთან“ ოთარ ფარცხალაძის კავშირს უარყოფს
დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდთან“ ოთარ ფარცხალაძის კავშირს უარყოფს

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ქართულ-ებრაულ კომპანია Elbit-ის ერთობლივ ბიზნესპროექტთან – სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ ქარხანასთან (ATC) კავშირი არ აქვს.

„საპარტნიორო ფონდის“ იურიდიულმა დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, მე არაფერს დავამატებ. გეტყვით, რომ ფარცხალაძეს არანაირი შეხება, არც თავიდან, მშენებლობის პროცესში, არც მერე – მუშაობის პროცესში ამ კომპანიასთან და ფონდთან არ ჰქონია. არ მაინტერესებს, რომელიღაც ადვოკატი რას საუბრობს“, – განაცხადა საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და ATC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა რეზო ტყავაძემ გუშინ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან არც საპარტნიორო ფონდს და არც სხვა კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ ამ ქარხანაში, შეხება არასოდეს არ ჰქონიათ.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ფარცხალაძე დაახლოებით ხუთი წელია, რაც ბიზნესშია და მისი შემოსავლის მთავარი წყარო ქართულ-ებრაული კომპანია Elbit-ია, რომელიც „ბოინგის“ დეტალებს უშვებს​.