გასულ სეზონში „პროდ2“-ის (ProD2) კლუბ „გრენობლში“ მოთამაშე დავით ქუბრიაშვილით ინგლისური „პრემიერშიფის“ გუნდები ინტერესდებიან. ინფორმაციას პოპულარული ფრანგული გამოცემა „მიდი-ოლიმპიკი“ ავრცელებს.
ქართველ ბურჯს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულებისას უმთავრდება და მას ინგლისური კლუბები („ვუსტერი“, „ლონდონ აირიში“) იწვევენ. გამოცემა წერს, რომ თავად სპორტსმენს საფრანგეთში დარჩენა სურს, სადაც კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ ქუბრიაშვილი „ბორჯღალოსნების“ რიგებში 2007 წლიდან ასპარეზობდა. მის ანგარიშზე 48 სანაკრებო კეპი და ორი ლელოა. მან სამჯერ „ბარბაროსების“ რიგებშიც იასპარეზა – კლუბში სადაც მსოფლიოში გამორჩეულ მორაგბეებს წამყვან ნაკრებებთან სათამაშოდ იწვევენ.