„დავით პეტრიაშვილი არენამ“ სამწვრთნელო კურსს უმასპინძლა
„დავით პეტრიაშვილი არენამ“ სამწვრთნელო კურსს უმასპინძლა

„დავით პეტრიაშვილი არენამ“ უეფას მწვრთნელთა განათლების „ბ“ (B) ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებული გახლდათ.

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების „ბ“ ლიცენზიის კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სასწავლო მოდულების დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მწვრთნელები საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია მიიღებენ.

ამჯერად, კურსის მონაწილე დამწყებმა მწვრთნელებმა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობით ინფორმაცია მეკარეების მომზადების, გამძლეობის, ფსიქოლოგიის, თავდაცვისა და შეტევის შესახებ მიიღეს.

დატოვე კომენტარი