დავით ოქიტაშვილი აცხადებს, რომ საინფორმაციო საშუალებებმა ნინო ანანიაშვილზე მისი განცხადება არასწორ კონტექსტში გაავრცელეს
დავით ოქიტაშვილი აცხადებს, რომ საინფორმაციო საშუალებებმა ნინო ანანიაშვილზე მისი განცხადება არასწორ კონტექსტში გაავრცელეს

ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ არასწორად და სრულიად დაუშვებელ კონტექსტში გაავრცელეს ჩემი დღევანდელი განცხადება,- ამის შესახებ კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

დავით ოქიტაშვილის თქმით, მან ისაუბრა ნინო ანანიაშვილის მეუღლეზე, გრიგოლ ვაშაძეზე, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას კრიმინალურს უწოდებს და მოსახლეობას მისი დამხობისკენ მოუწოდებს.

„ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებებმა არასწორად და სრულიად დაუშვებელ კონტექსტში გაავრცელეს ჩემი დღევანდელი განცხადება. ნინო ანანიაშვილი არის მსოფლიო დონის პრიმა-ბალერინა და მისი, როგორც პროფესიონალის მოღვაწეობა ქართული ბალეტისთვის უდაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებულია. მე ვისაუბრე ქალბატონი ნინოს მეუღლე გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, რომელშიც ის დღევანდელ ხელისუფლებას კრიმინალურს უწოდებს და დამხობისკენ მოუწოდებს მოსახლეობას. ამ დროს ქალბატონი ნინო არის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, იმ საბალეტო დასის, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკისგან ისევე, როგორც ხელოვნების და კულტურის ყველა ორგანიზაცია“,-განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.