დავით მუჯირი - ეროვნული ლიგის თამაშებს რეკორდული ნახვები ჰქონდა
დავით მუჯირი - ეროვნული ლიგის თამაშებს რეკორდული ნახვები ჰქონდა

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა სტადიონზე მაყურებლის დაბრუნებაზე ილაპრაკა.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივარი სტადიონზე 31 ივლისიდან ბრუნდება: ეროვნული ლიგის მერვე ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. ფეხბურთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება 30 ივლისს მიიღო. გულშემატკივრებს შეუძლიათ სტადიონის ტევადობის 33 პროცენტი შეავსონ.

„სფფ-ს ეგიდით დაგეგმილი ყველა ტურნირი აუცილებლად გაიმართება. სამთავრობო სტრუქტურებთან აქტიურად ვმუშაობდით, რომ მაყურებელი დაეშვათ. პროტოკოლი კი გუშინ დამტკიცდა. ბოლო ტურებში თვალს ადევნებდით, რომ ხალხი სტადიონის გარშემო იკრიბებოდა. ამავე დროს, ეროვნული ლიგის საწყისი ტურების თამაშებს რეკორდული ნახვები ჰქონდა. ჩვენი ინიციატივის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ ეს იყო, რომ გულშემატკივარი სტადიონზე დაეშვათ“ – ამბობს დავით მუჯირი.