დავით მუჯირი: ამიერიდან ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრებსაც დაეხმარება
დავით მუჯირი: ამიერიდან ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრებსაც დაეხმარება

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ზაზა დოლიძე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე კლუბების დირექტორებს, გულშემატკივართა მეკავშირეებსა და ფან-კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ახალი პროექტი გახლდათ, რომელიც სწორედ გულშემატკივრებს ეხებათ.

“ფეხბურთში გულშემატკივრებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ. ამის გამო, 2018 წლიდან, ეროვნუ ლიგაში გულშემატკივრების ხელშესაწყობად, გადავწყვიტეთ, რომ ფან-კლუბებს საჭირო ატრიბუტიკისა და საყვარელი გუნდის მაისურების შეძენაში დავეხმაროთ. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ფანებს შორის მოედნის მიღმა ურთიერთპატივისცემა ჩამოყალიბდეს. ჩვენი ახალი პროექტის სწორედ ამას ემსახურება” – ამბობს მუჯირი.