დავით მაღრაძის „ნაფეხურები წყალზე“ Amazon.com-ზე იყიდება
დავით მაღრაძის „ნაფეხურები წყალზე“ Amazon.com-ზე იყიდება

პოეტ დავით მაღრაძის ახალი კრებული „ნაფეხურები წყალზე“ Amazon.com-ზე 10 ივლისიდან იყიდება. მისი შეძენა საიტზე 19.99 დოლარადაა შესაძლებელი.

წიგნი საგამომცემლო სახლ Rare Bird Books ეკუთვნის და თარგმანის პრეზენტაცია მალე ნიუ-იორკში, წიგნის მაღაზიის Barnes and Noble-ის ისტორიულ შენობაში, 2289 Broadway-ზე გაიმართება.

რამდენიმე თვის წინ, დავით მაღრაძის ახალი კრებულის ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.