დავით კირკიტაძეს ბრალს 13:00 საათზე წარუდგენენ
დავით კირკიტაძეს ბრალს 13:00 საათზე წარუდგენენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დავით კირკიტაძეს ბრალს 13:00 საათზე წარუდგენენ.

ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი გურჯაანიდან იუწყება.

ბრალის წარდგენის შემდეგ, ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, სადაც კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები შეიკრიბნენ. ისინი დავით კირკიტაძისთვის ბრალის წარდგენასა და აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ლიდერები კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუკი მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების სახით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს პატიმრობას შეუფარდებს, ქუჩის საპროტესტო აქციებს გააძლიერებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.