დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე გამოკითხვაზე მესამედ დაიბარეს
დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე გამოკითხვაზე მესამედ დაიბარეს

გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე, დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დღეს მესამედ დაიბარეს.

მანჯგალაძე იმ პერიოდში, რომლითაც გამოძიებაა დაინტერესებული, სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიას ხელმძღვანელობდა.

გიორგი მანჯგალაძემ ჩვენება პროკურატურას ორჯერ უკვე მისცა, რას უკავშირდება მისი მესამედ დაბარება, უცნობია.

მანჯგალაძე ფიგურირებს პროკურატურის მიერ 21 იანვარს გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში. ჩანაწერის მიხედვით, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.