დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი მანჯგალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი მანჯგალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი მანჯგალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

გიორგი მანჯგალაძე გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. მან ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. მანჯგალაძემ მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყველა კითხვას პროკურატურაში უპასუხებს.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, ელოდება თუ არა დღეს პასუხისგებაში მიცემას, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ არაფერს ელოდება.

კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა მანჯგალაძის ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმაც.

დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გიორგი მანჯგალაძე დღეს გამოკითხვაზე მესამედ დაიბარეს.

მანჯგალაძე იმ პერიოდში, კერძოდ, 2006-2007 წლებში, რომლითაც გამოძიებაა დაინტერესებული, სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიას ხელმძღვანელობდა.

მანჯგალაძე ფიგურირებს პროკურატურის მიერ 21 იანვარს გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში. ჩანაწერის მიხედვით, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.