დავით ჭიჭინაძე - აზრს ვერ ვხედავ, პრემიერ-მინისტრს ადამიანმა რამე კითხვა დაუსვას
დავით ჭიჭინაძე - აზრს ვერ ვხედავ, პრემიერ-მინისტრს ადამიანმა რამე კითხვა დაუსვას

აზრს ვერ ვხედავ, პრემიერ-მინისტრს ადამიანმა რამე კითხვა დაუსვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრი პარლამენტშია დაბარებული და არ მგონია, რომ ის რამეზე პასუხის გაცემაში კომპეტენტური იყოს. ან დეპუტატებმა ჩვენი დრო რატომ უნდა დავკარგოთ, ან იმ კაცმა. პარასკევია და შაბათ-კვირა მოდის. ჯობია დავასვენოთ. ის მუშაობას ხუთშაბათობით არის მიჩვეული მთავრობის სხდომაზე გამოძახებით. პარასკევს, მგონი სამდღიანი დასვენება ჩავუშალეთ.

აზრს ვერ ვხედავ, პრემიერ-მინისტრს ადამიანმა რამე კითხვა დაუსვას”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

საქართველოს პარლამენტში 27-31 მაისის პლენარულ კვირაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.