პარლამენტში ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოსა და თამარ ჟვანიას მოუსმენენ
პარლამენტში ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოსა და თამარ ჟვანიას მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში 27-31 მაისის პლენარულ კვირაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, პროცედურა დადგენილია რეგლამენტით, რომელიც არის რაციონალური და ეს წინა ინტერპელაციის დროს გამოვლინდა.

„ვფიქრობ, ამ პროცედურაში სათანადო მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება. ოთხი ინტერპელაცია შედგება. ორ შემთხვევაში კითხვა ეხება პრემიერ-მინისტრს, არის კიდევ ორ მინისტრთან დასმული კითხვები და საინტერესოდ წარიმართება პროცედურა. პროპორციულად დრო შემცირდება და ოთხად გაიყოფა“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი