დავით ბერძენიშვილი - თაკო ჩარკვიანი თავიდანვე გრიგოლ ვაშაძის გუნდში იყო და ვფიქრობ, პოლიტიკური ურთიერთობები მომავალშიც მოგვიწევს
დავით ბერძენიშვილი - თაკო ჩარკვიანი თავიდანვე გრიგოლ ვაშაძის გუნდში იყო და ვფიქრობ, პოლიტიკური ურთიერთობები მომავალშიც მოგვიწევს

მივიღე მოწვევა ქალბატონი თაკო ჩარკვიანისგან და „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით ვესწრებით დამფუძნებელ ყრილობას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა თაკო ჩარკვიანის ახალი პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა.

ბერძენიშვილმა ჩარკვიანს პოლიტიკაში წარმატებები უსურვა. მისი თქმით, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მეორე ტურში ღიად დაუჭირა მხარი გრიგოლ ვაშაძეს, თაკო ჩარკვიანი კი საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე გრიგოლ ვაშაძის გუნდში იყო.

„მან დღესაც გამოაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან აპირებს თანამშრომლობას და ვფიქრობ, რაღაც ფორმით ჩვენ პოლიტიკური ურთიერთობები მოგვიწევს, თუმცა ჯერ ძალიან რთულია ამაზე საუბარი. ამჟამად მიმდინარეობს სრული ოპოზიციური სპექტრის მჭიდრო სათანამშრომლო პროცესი პროპორციული წესით სპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ალბათობა, რომ გრიგოლ ვაშაძის ლიდერობით „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ პოლიტიკური ერთობის წამყვანი ძალაა, ეცდება და შეძლებს კონსტრუქციულ ურთიერთობებს სხვა პარტიებთან. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. რა ფორმებს მიიღებს, ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელ ყრილობაზე თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდი წარადგინა. ყრილობას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.