თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდი წარადგინა
თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდი წარადგინა

თბილისში, „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს, თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდი წარადგინა.

მანამდე კი, პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელმა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს მიესალმა.

„მინდა, ჩემი გუნდის წევრებს ვთხოვო, აქ ამოვიდნენ, ირაკლი ღლონტს, მიშა რამიშვილს, ქეთი ენუქიძეს, გიორგი ცობეხიას, ჩემს საყვარელ ახალგაზრდებს – თამარ პატარაიას, მარი საველიძეს.
რატომ შეიქმნა ეს პარტია. ვიღაც იფიქრებს, პარტიების მეტი რა არის, 30 წელიწადზე მეტია, მგონი, არც არაფერს ვაკეთებთ. დავფიქრდი პარტიის ლოგოზე, ლოგოა „კანონი და სამართალი“. ჩემი ცხოვრების ლოგოა საქართველო. ამიტომ მეორე ტურის შემდეგ ვთქვით, რომ პარტიაში გაერთიანდნენ იმისტები, ამისტები, ყველანი გავერთიანდეთ, ვიურთიერთობოთ გაერთიანებულ ოპოზიციასთან და სხვა პარტიებთან ერთად, გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დამფუძნებელ ყრილობას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.