დავით ბაქრაძე პირებზე, რომლებმაც 2009 წლის 6 მაისის აქციაზე მხედველობა დაკარგეს - არ შევხვედრივარ და სიმართლე გითხრათ, მათი სახელები ახლა მესმის
დავით ბაქრაძე პირებზე, რომლებმაც 2009 წლის 6 მაისის აქციაზე მხედველობა დაკარგეს - არ შევხვედრივარ და სიმართლე გითხრათ, მათი სახელები ახლა მესმის

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ სახელები – ირაკლი ხომასურიძე და დავით ჩანტლაძე არაფერს ახსენებს. მან ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. გადაცემის წამყვანმა მას შეახსენა, რომ ორივე 2009 წლის 6 მაისის აქციაზე დაშავდა, ჩანტლაძეს თვალი ამოკვეთეს, ხომასურიძემ კი, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.

„ამ ადამიანებს არ შევხვედრივარ და სიმართლე გითხრათ, მათი სახელები და გვარებიც ახლა მესმის კონკრეტულად. დაგვიანებით შევიტყვე და ვიცოდი, რომ საავადმყოფოში იყვნენ, მაგრამ თვალის დაკარგვა არა. ვიცოდი, რომ დაზიანდნენ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, გადაცემის წამყვანმა მას შეახსენა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება 2009 წლის 17 ივლისს შევიდა და შესაბამისად, 6 მაისს ამ ტყვიების გამოყენება არ იყო კანონიერი, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე კი, დუმდა.

„პრობლემები, მათ შორის პლასტიკური ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებზე სროლასთან დაკავშირებით, მათ შორის თვალთან დაკავშირებითაც დღესაც გრძელდება, ამიტომ ვსაუბრობთ, ამიტომ იყო 6 მაისი, 20 ივნისი, თუმცა მათ შორის იყო პრინციპული სხვაობა. ერთი არის, როდესაც პოლიციის ეზოში შედიხარ და მეორეა, როცა ქუჩაში დგახარ და გესვრიან. მაგრამ, ეს არც ერთ შემთხვევაში არ ამართლებს გადაჭარბებულ ძალადობას. მაშინ არსებობდა ფაქტები ღობეზე გადასვლის და ახლა არანაირი, მაგრამ მე არ მინდა, არასწორად გამიგოთ. ეს არ ამართლებს არც ერთ მხარეს და არასდროს. მათ შორის, არც მე მამართლებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.