დავით ბაქრაძე - მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს
დავით ბაქრაძე - მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

მისივე თქმით, ამ დრომდე სეპარატისტების ტყვეობაში რჩება გორის რაიონიდან, საკუთარი ბაღიდან გატაცებული სამი შვილის დედა მაია ოთინაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ქართულმა მხარემ უსწრაფესად უნდა მიიღოს ყველა ზომა, მის გასათავისუფლებლად და დამნაშავეების დასასჯელად.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.