დავით არახამია აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის უწყებაში საკადრო ცვლილებები ამ კვირაში არ განხორციელდება
დავით არახამია აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის უწყებაში საკადრო ცვლილებები ამ კვირაში არ განხორციელდება

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის თავდაცვის უწყებაში საკადრო ცვლილებები ამ კვირაში არ იქნება, თუმცა მოსალოდნელია შინაგან საქმეთა მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნა.

ერთი დღით ადრე ფრაქციაში აცხადებდნენ, რომ აპირებენ კენჭისყრას ალექსეი რეზნიკოვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით და მრეწველობის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელად მის გადაყვანას. ამასთან, თავად არახამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი რეზნიკოვს კირილ ბუდანოვი შეცვლის.

რეზნიკოვი კი აღნიშნავს, რომ მსგავსი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.