დავით არახამიას ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, ალექსეი რეზნიკოვის ნაცვლად, კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს
დავით არახამიას ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, ალექსეი რეზნიკოვის ნაცვლად, კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს, მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი კი მრეწველობის სტრატეგიული მიმართულებების ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ სოციალურ პლატფორმაზე განაცხადა.

„ომი კარნახობს საკადრო პოლიტიკას. დრო და გარემოებები უნდა გაძლიერდეს და გადაჯგუფდეს. ეს ხდება ახლა და მომავალშიც ასე მოხდება. ამიტომ ალექსეი რეზნიკოვი, მთავრობის ფარგლებში, გადადის მრეწველობის სტრატეგიული მიმართულებების მინისტრის პოსტზე, სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, „რამშტაინისა“ და სამინისტროს „ამოქაჩვის“ თვალსაზრისით, მისი გამოცდილების გათვალისწინებით. თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია ომის დროს“, – აცხადებს არახამია.

ამასთან, არახამიას თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლები ამავე პოსტებზე ხელმძღვანელებად დაინიშნებიან.

როგორც ალექსეი რეზნიკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის და იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ზელენსკი მრეწველობის სტრატეგიული მიმართულებების მინისტრის პოსტზე მისი გადაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს, ის ამ წინადადებას არ დასთანხმდება.