საფრანგეთის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფორვარდი დავიდ ტრეზეგე სკანდალში გაეხვა. ფრანგი ფეხბურთელი იტალიის პოლიციამ დააკავა.
41 წლის ტრეზეგე თავის ყოფილ პარტნიორ მაურო კამორანეზისთან ერთად წვეულების შემდეგ ბრუნდება. პოლიციამ ფრანგი მას შემდეგ გააჩერა, რაც სიჩქარეს გადააჭარბა და კინაღამ ადამიანს დაეჯახა.
ტრეზეგე შეეწინააღმდეგა ალკოჰოლზე ტესტის გავლას, თან პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა: „საცოდავებო, ორი ათას ევროსაც ვერ შოულობთ, ხელმოცარულებო, თქვენი დედაც…“
როგორც მოსალოდნელი იყო, ტესტმა ალკოჰოლის ზედმეტი დოზა აჩვენა და ფრანგს მართვის მოწმობა ჩამოართვეს, – წერს „დეილი მეილი“ (Daily Mail).
დავიდ ტრეზეგე მსოფლიოსა (1998) და ევროპის (2000) ჩემპიონია. მას ორჯერ აქვს მოგებული სკუდეტო „იუვენტუსთან“ ერთად.