რონალდომ „ფიორენტინას“ გაუტანა და ტრეზეგეს რეკორდი გაიმეორა

11:22, 03.02.2020

იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „იუვენტუსმა“ 3-0 დაამარცხა „ფიორენტინა“, ტურინელთა პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო კი „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელი გახდა ბოლო 15 წლის მანძილზე, რომელმაც სერია ა-ში ზედიზედ ცხრა მატჩში გაიტანა გოლი.

ბოლოს ეს ფრანგმა დავიდ ტრეზეგემ 2005 წელს მოახერხა.

რონალდომ ფლორენციელებს ორივე გოლი პენალტით გაუტანა, მატჩის მიწურულს კი მატეის დე ლიხტმა თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

მსგავსი