იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „იუვენტუსმა“ 3-0 დაამარცხა „ფიორენტინა“, ტურინელთა პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო კი „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელი გახდა ბოლო 15 წლის მანძილზე, რომელმაც სერია ა-ში ზედიზედ ცხრა მატჩში გაიტანა გოლი.
ბოლოს ეს ფრანგმა დავიდ ტრეზეგემ 2005 წელს მოახერხა.
რონალდომ ფლორენციელებს ორივე გოლი პენალტით გაუტანა, მატჩის მიწურულს კი მატეის დე ლიხტმა თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.