იტალიის ჩემპიონატი - XXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა
იტალიის ჩემპიონატი - XXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* სერია A-ში კრიშტიანუ რონალდუს  17 გოლი დაუგროვდა. „იუვენტუსის“ ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც 22 ტურის შემდეგ ასეთივე მონაგარი ჰქონდა, 2005-2006 წლების სეზონში დავიდ ტრეზეგე იყო.
* შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, „იუვენტუსი“ სერია A-ში 26 მატჩია არ მარცხდება.
* „ნაპოლის“ ზედიზედ 17 მატჩია საკუთარ მოედანზე არ წაუგია. ეს ყველაზე გრძელი მოქმედი სერიაა.
* „ემპოლი“ შვიდი ტურია ვერ იგებს.
* „სპალმა“ შინ ფრედ, ზედიზედ მეექვსე მატჩი დაასრულა.
* „ბოლონიამ“ 14-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
* „ბოლონიამ“ 2018 წლის 6 იანვრის შემდეგ, სტუმრად პირველად მოიგო. ეს სერია 21 მატჩს მოიცავდა.

შედეგები

ემპოლი-კიევო 2:2
გოლები: 0:1 ჯაკერინი (31), 0:2 სტეპინსკი (45+1), 1:2 კაპუტო (45+2), 2:2 კაპუტო (52)

ნაპოლი-სამპდორია 3:0
გოლები: 1:0 მილიკი (25), 2:0 ინსინიე (26), 3:0 ვერდი (89-პენ)

სპალ-ტორინო 0:0
გაძევება: ნ’კულუ (65. ტორინო)

იუვენტუსი-პარმა 3:3
გოლები: 1:0 რონალდო (36), 2:0 რუგანი (62), 2:1 ბარილა (64), 3:1 რონალდო (66), 3:2 ჟერვინიო (74), 3:3 ჟერვინიო (90+3)

ჯენოა-სასუოლო 1:1
გოლები: 0:1 ჯურიჩიჩი (28), 1:1 სანაბრია (41)

უდინეზე-ფიორენტინა 1:1
გოლები: 1:0 ლარსენი (56), 1:1 ფერნანდესი (65)

ინტერი-ბოლონია 0:1
გოლი: 0:1 სანტანდერი (32)

რომა-მილანი 1:1
გოლები: 0:1 პიატეკი (26), 1:1 ზანიოლო (46)

ფროზინონე-ლაციო ორშაბათს
კალიარი-ატალანტა ორშაბათს

სატურნირო მდგომარეობა
1. იუვენტუსი – 60 ქულა
2. ნაპოლი – 51
3. ინტერი – 40
4. მილანი – 35
5. რომა – 33
6. სამპდორია – 33
7. ატალანტა – 32
8. ლაციო – 32

ბომბარდირები
17 – კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი)
16 – ფაბიო კვალიარელა (სამპდორია)
15 – დუვან საპატა (ატალანტა)
13 – კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი)