დიდიე დროგბა, დავიდ ტრეზეგე და სხვა ვეტერანები ავსტრალიას დაეხმარებიან
დიდიე დროგბა, დავიდ ტრეზეგე და სხვა ვეტერანები ავსტრალიას დაეხმარებიან

ლონდონის „ჩელსის” ყოფილი ფორვარდი დიდიე დროგბა და წარსულის სხვა ვარსკვლავები მონაწილეობას მიიღებენ საქველმოქმედო მატჩში, რომელიც 23 მაისს სიდნეიში გაიმართება. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ავსტრალიაში ტყის ხანძრებისგან გამოწვეულ შედეგებთან ბრძოლას.

მინდორზე ასევე გავლენ „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელები დუაიტ იორკი და ჟი-სუნ პარკი, „ლივერპულის” ყოფილი ფორვარდი ემილ ჰესკი და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ტრეზეგე.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სექტემბრიდან მოყოლებული, ავსტრალიაში ტყის ხანძრების გამო დაიღუპა 30 ადამიანზე მეტი და მილიარდზე მეტი ცხოველი.