დავიდ სილვა ოჯახური პრობლემების გამო არ თამაშობდა - მისი ვაჟი სიკვდილს ებრძვის
დავიდ სილვა ოჯახური პრობლემების გამო არ თამაშობდა - მისი ვაჟი სიკვდილს ებრძვის

გაირკვა ბოლო პერიოდში „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის დავიდ სილვას უთამაშებლობის მიზეზი. ესპანელმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა, რომ 2017 წლის ბოლოს რამდენიმე თამაშის გამოტოვება მეუღლის ნაადრევი მშობიარობის ბრალია. “სიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის.
“მადლობა ყველას სიყვარულისთვის და კეთილი სურვილებისთვის, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე. განსაკუთრებული მადლობა თანაგუნდელებს, მწვრთნელსა და კლუბის ყველა თანამშრომელს, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ ჩემს სიტუაციას.
მინდა მოგიყვეთ, რომ დაიბადა ჩემი ვაჟი – მატეო. ის ძალიან ადრე გაჩნდა და ყოველდღიურად იბრძვის სიცოცხლისთვის ექიმებთან ერთად”, – დაწერა სილვამ.
ამ სეზონში 31 წლის ესპანელმა 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი შეასრულა.