დავალიანებებისთვის „ცხინვალს“ ქულები ჩამოეჭრა - „კოლხეთს“ ლიგა-2-ში დარჩენის შანსი გაუჩნდა
დავალიანებებისთვის „ცხინვალს“ ქულები ჩამოეჭრა - „კოლხეთს“ ლიგა-2-ში დარჩენის შანსი გაუჩნდა

ფოთის „კოლხეთის“ ოფიციალურმა გვერდმა მნიშვნელოვანი სიახლე გაავრცელა, რომლის თანახმად გუნდს ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედი გაუჩნდა.

„დღეს საფეხბურთო ტექნიკური კომისიის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანებების გადაუხდელობის გამო, საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“ ექვსი ქულა ჩამოეჭრა, რის შემდეგაც ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ცვლილება მოხდა“, – წერს „კოლხეთის“ ოფიციალური გევრდი.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 34-ე ტურის თამაშების შემდეგ პირველი და ბოლო სამეული დაკომპლექტებული იყო. „ცხინვალმა“ სპაერის სტადიონზე ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ამ მოგებით, ფოთელებმა ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნების იმედი და როგორც გაირკვა, დიდი შანსიც შეინარჩუნეს.

თუკი აქამდე მათ დარჩენის მხოლოდ თეორიული შანსი ჰქონდათ, ახლა პრაქტიკულიც გაუჩნდათ, რადგან „ცხინვალს“ 31 ქულა ჰქონდა, გადაწყვეტილების შედეგად კი „კოლხეთი“ ქულებით გაუთანაბრდა და მე-9 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „ცხინვალი“ მეათეზე დაქვეითდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი 34-ე ტურისა და ამ გადაწყვეტილების შემდეგ ასე გამოიყურება:

კლუბი ქულა

  1. მერანი თბ 81
  2. სამტრედია 71
  3. თელავი 57
  4. შევარდენი 49
  5. შუქურა 46
  6. გაგრა 41
  7. ზუგდიდი 40
  8. გურია 29
  9. კოლხეთი 25
  10. ცხინვალი 25