დაუვიწყარი სეზონი სპალეტისთვის - „ნაპოლის“ დამრიგებელი სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს #1TVSPORT
დაუვიწყარი სეზონი სპალეტისთვის - „ნაპოლის“ დამრიგებელი სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს #1TVSPORT

„ნაპოლიში“ განსაკუთრებული სეზონის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს – იტალიელ სპეციალისტს ჯაკომო ბულგარელის სახელობის ჯილდოს (Bulgarelli Award) გადასცემენ, მისმა გაწვრთნილმა გუნდმა „სკუდეტო“ იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მოიგო.

ჟიურის თავმჯდომარე გახლავთ ფაბიო კაპელო. ჟიურიში შედიოდნენ იტალიური სპორტის ისეთი ცნობილი მოღვაწეები, როგორებიც არიან სანდრო მაცოლა, გაბრიელე ორიალი, ლუიჯი კოლომბო, რობერტო მანჩინი, ლუისიტო სუარესი და სხვანი.

Bulgarelli Award-ი ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდოა. საუკეთესოს გამოსავლენად გამოკითხვა Associazione Bulgarelli-ის, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციისა და FIFPro-ს მხარდაჭერით ტარდება. ჯაკომო ბულგარელი „ბოლონიისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების მოთამაშე იყო, რომელიც 1968 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა ტელეკომენტატორად TMC-სა (მონტე კარლოს ტელევიზია) და RAI-ში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი“ სერია A-ს 35-ე ტურის მატჩს 14 მაისს „მონცას“ წინააღმდეგ გამართავს.