პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა კიტ ტურმანმა (28-0, 22 KO) BoxingScene-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრძოლა ლეგენდარულ ფილიპინელ ჩემპიონთან მენი პაკიაოსთან (61-7-2, 39KO) სურს. თუმცა, ესმის, რომ მატჩრევანში პაკიაოსა და ფლოიდ მეივეზერს შორის უფრო რეალურია.
„ვფიქრობ, ფლოიდი ხელიდან არ გაუშვებს დიდი თანხის გამომუშავების შანსს. მეივეზერი ჯერაც კარგი მოკრივეა – უფრო ეფექტური, ვიდრე პაკიაო. მან ერთხელ დაამარცხა მენი და ისევ გააკეთებს ამას. ჩემი აზრით, განმეორებითი ბრძოლის ორგანიზების შანსი – 90 პროცენტია. მოხარული ვიქნები, თუ ვცდები და რინგზე ლეგენდარულ პაკიაოსთან შეხვედრის საშუალება მომეცემა. ვნახოთ“, – განაცხადა ტურმანმა.