დაუდგენელი ნივთიერებით ინტოქსიკაციით კლინიკაში შეყვანილი კიდევ ერთი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა
დაუდგენელი ნივთიერებით ინტოქსიკაციით კლინიკაში შეყვანილი კიდევ ერთი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა

დაუდგენელი ნივთიერებით ინტოქსიკაციით კლინიკაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს, აქედან ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ პირველ არხს ალადაშვილის კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდების ასაკი დაახლოებით 23-24 წელია.

არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება გახდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი